Saturday, May 9, 2015

მეეცხრე დღე

  ჩემი პროექტის პორტფოლიო-,,ენა ბურჯია ერისა"




               ინტელის ძირითადი კურსმა მასწავლა,რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტში დავგეგმავთ ისეთ აქტივობებს,სადაც მოსწავლეები იკვლევენ,აანალიზებენ,აღწერენ და სასარგებლო რჩევებს აძლევენ ერთმანეთს.პროექტით სწავლების კურსი მაძლევს მიმართულებას,რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური იყოს,მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი მაღალია , სწავლის პროცესი  საინტერესოა და კეთებით ხორციელდება. ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების საჭიროება,რათა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე პროექტულ სწავლებაში შესაბამისი უნარების მიხედვით.გვასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტების გამოყენება.

No comments:

Post a Comment