Saturday, May 9, 2015

მეეცხრე დღე

  ჩემი პროექტის პორტფოლიო-,,ენა ბურჯია ერისა"




               ინტელის ძირითადი კურსმა მასწავლა,რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტში დავგეგმავთ ისეთ აქტივობებს,სადაც მოსწავლეები იკვლევენ,აანალიზებენ,აღწერენ და სასარგებლო რჩევებს აძლევენ ერთმანეთს.პროექტით სწავლების კურსი მაძლევს მიმართულებას,რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური იყოს,მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი მაღალია , სწავლის პროცესი  საინტერესოა და კეთებით ხორციელდება. ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების საჭიროება,რათა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე პროექტულ სწავლებაში შესაბამისი უნარების მიხედვით.გვასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტების გამოყენება.

Saturday, May 2, 2015

მეერვე დღე



       
            მე-6 და მე-7 მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი დიფერენცირებული სწავლის როლი.შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის ელექტრონული სავარჯიშო,რაც დაეხმარება მოსწავლეს იყოს დამოუკიდებელი და წარმატებით  წარმართოს პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ ფასილიტაცია და შევინახეთ დოკუმენტი.

Friday, May 1, 2015

მეშვიდე დღე



მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით-შევქმენით სავარაუდო ნამუშევარი,ჩეკლისტი.რაც მიეხმარება მოსწავლეს სავარაუდო ნაშრომის გეგმაზომიერად შესრულებაში.იმ უნარ-ჩვევების გამოყენებაში,რაც იცის და რაც აქვს.ასევე ვისწავლეთ რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის.რუბრიკა ინსტრუმენტია შეფასებისა,რომლითაც მასწავლებელი აფასებს მოსწავლეს თუ როგორ იყენებს იგი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და როგორ გადის შედეგზე.