ჩემი პროექტის პორტფოლიო-,,ენა ბურჯია ერისა"
ინტელის ძირითადი კურსმა მასწავლა,რომ სწავლის პროცესზე დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეებს გამოვუმუშაო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.პროექტში დავგეგმავთ ისეთ აქტივობებს,სადაც მოსწავლეები იკვლევენ,აანალიზებენ,აღწერენ და სასარგებლო რჩევებს აძლევენ ერთმანეთს.პროექტით სწავლების კურსი მაძლევს მიმართულებას,რომ სწავლის პროცესი უფრო აქტიური იყოს,მოსწავლეთა ჩართულობის ხარისხი მაღალია , სწავლის პროცესი საინტერესოა და კეთებით ხორციელდება. ამ კურსმა დამანახა დიფერენცირებული სწავლების საჭიროება,რათა ჩავრთოთ ყველა მოსწავლე პროექტულ სწავლებაში შესაბამისი უნარების მიხედვით.გვასწავლა შეფასების სხვადასხვა მეთოდები და ინსტრუმენტების გამოყენება.
პროექტებით სწავლება
Saturday, May 9, 2015
Saturday, May 2, 2015
მეერვე დღე
მე-6 და მე-7 მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი დიფერენცირებული სწავლის როლი.შევქმენით მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის ელექტრონული სავარჯიშო,რაც დაეხმარება მოსწავლეს იყოს დამოუკიდებელი და წარმატებით წარმართოს პროექტზე მუშაობა. განვიხილეთ ფასილიტაცია და შევინახეთ დოკუმენტი.
Friday, May 1, 2015
მეშვიდე დღე
მიმდინარე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით-შევქმენით სავარაუდო ნამუშევარი,ჩეკლისტი.რაც მიეხმარება მოსწავლეს სავარაუდო ნაშრომის გეგმაზომიერად შესრულებაში.იმ უნარ-ჩვევების გამოყენებაში,რაც იცის და რაც აქვს.ასევე ვისწავლეთ რუბრიკა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის.რუბრიკა ინსტრუმენტია შეფასებისა,რომლითაც მასწავლებელი აფასებს მოსწავლეს თუ როგორ იყენებს იგი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და როგორ გადის შედეგზე.
Sunday, April 26, 2015
მეექვსე დღე
ტექნოლოგიური სწავლის პროცესი დაგვეხმარება მოსწავლეს ავუმაღლოთ ინტერესი და მან შეძლოს განსაზღვროს რა კრიტერიუმებით იმუშაოს.განვიხილეთ მოდული 4-სასწავლო ნიმუშების შექმნა.
Friday, April 24, 2015
მეხუთე დღე
ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე,კერძოდ, პროექტით სწავლების დროს მოსწავლეთათვის საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მოძიებისათვის,ურთიერთგაზიარებისათვის. მოსწავლეს გავუღრმავო სწავლისადმი მოტივაცია.განუვითარდეთ თვითშეფასებისა და შეფასების უნარი.
Sunday, April 19, 2015
მეოთხე დღე
ეს მოდული დამეხმარა ,გამეანალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით.
Saturday, April 18, 2015
დღე მესამე
განვიხილეთ მოდული 2 .
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიზნების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
Subscribe to:
Posts (Atom)